სასწავლო პროექტი

თანამედროვე ფეხბურთის ისტორია საუკუნეების სიღრმიდან მოდის.



პროექტის მთავარი იდეა (თემა): ფეხბურთი ერთ–ერთი პოპულარული და საყვარელი თამაშია.



პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიძენენ შესაბამისი მასალების დამოუკიდებლად მოპოვების უნარ–ჩვევებს.
საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრას და გამოვლენას ფეხბურთის მიმართ.

პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიძიებენ  ფოტო–მასალას ცნობილი ქართველი
და უცხოელი ფეხბურთელების შესახებ  მათ ჩამოუყალიბდებათ ქართული
ფეხბურთისადმი  სიყვარული  და ინტერესი.

მოსწავლეთა ასაკი: 8 წ

ვადები/ხანგძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები (პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას): ბავშვები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას, აგროვებენ ფოტო–მასალას.
ქმნიან ბუკლეტებს. აკეთებენ კედლის გაზეთს.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი  ბურთები ფეხბურთის
მოთამაშეთა გარეგნობისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და აქსესუარები.
საინფორმაციო ჟურნალი ,,სპორტი’’.



პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I აქტივობა–მონაწილეთა ორგანიზება. ჯგუფებად დაყოფა. ვეცნობით თემას.
ჯგუფი –ევალება  მოიძიონ ფოტო მასალა ცნობილი ქართველი და უცხოელი
ფეხბურთელების შესახებ, ძონ ინფორმაცია თამაშის ძირითადი ელემენტების შესახებ.
II ჯგუფი– ევალება მოიძიონ ინტერნეტის გამოყენებით საქართველოს ფეხბურთელთა გუნდების საინტერესო თამაშები მოიძიონ ინფორმაცია თამაშის ძირითადი წესების შესახებ.
მოამზადონ მასალები კედლის გაზეთისათვის.
 II აქტივობა– მორიტორინგი–პერიოდულად ვახდენ დაკვირვებას.
მივცემ ახსნა– განმარტებას დავამოწმებ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ დავალებას.
III აქტივობა–მოპოვებული მასალის სინთეზირება. პრეზენტაციის მოწყობა. ფილმიდან „პირველი მერცხალი“ რამდენიმეკადრის ჩვენება.
IV აქტივობა– შეფასება მასწავლებელთა და  მოსწავლეთა მიერ. რამდენად სასიამოვნო    იყო მუშაობის პროცესი და რამდენად დაინტერესდნენ ისინი და ბოლოს რა ცოდნა შეიძინეს მათ.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება,სპორტი.

სპორტი III - 9 მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში მონაწილეობა.

სპორტი III – 5 მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს თამაშის ელემენტებისა და თამაშის ძირითადი წესების შესახებ.

სპორტი III – 9 მოსწავლეს შეუძლია გააცნოს და ესაუბროს თანაკლასელებს, ბევრი საინტერესო რამ ფეხბურთის ისტორიისა ცნობილი ფეხბურთელების შესახებ.
კერძოდ ფეხბურთი ერთ–ერთი პოპულარული და საყვარელი თამაშია.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თავბერიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninotavberidze12@gmail.com